ჩვენი ისტორია

ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევით მოგზაურობაში, რომელიც თქვენს სხეულს ჟანგბადით გაამდიდრებს, სულს გამოაღვიძებს და გონებას გაათავისუფლებს...

„სოციალური სივრცის“ ეკომეგობრული გარემო შექმნილია მათთვის, ვინც მუდმივად ისწრაფვის ზრდისკენ და ახალი შთაბეჭდილებებისკენ. გახდით ჯადოსნური მოგზაურობის ნაწილი, რომელიც არასოდეს სრულდება.

 
ღონისძიებები

All Day I Dream

17 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში ‘სოციალური სივრცის’ სცენა ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიას All Day I Dream

Jungle Afterparty

18 აგვისტოს, სოციალური სივრცე, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს Jungle-ს უმასპინძლებს.

ლეგენდარული ქართული ხმები

23 აგვისტოს სოციალური სივრცე ლეგენდარულ „ქართულ ხმებს“ უმასპინძლებს.

The Social Space for Balance

გამოგვყევი მოგზაურობაში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის

5რიტმი® თავისუფალი მოძრაობის მედიტაცია

16 აგვისტოს, 13:00 საათზე სოციალური სივრცე 5 რიტმის ცნობიერი ცეკვის მედიტაციას უმასპინძლებს.

Შერეული ტექნიკის არტ თერაპია

15 აგვისტოსსოციალური სივრცე შერეული ტექნიკის არტ თერაპიას უმასპინძლებს.

Live Your Anger

Live Your Anger ვორკშოპით კი შეძლებთ ბრაზის გაცნობიერებას და მისგან განთავისუფლებას.
მუსიკა

მუსიკა უნივერსალური ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი.

"სოციალური სივრცის" მთავარი საკომუნიკაციო ენაც მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.

 

Pale Blue Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ შექმნა სოციალურმა სივრცემ თავისი პირველი მუსიკალური კოლაბორაციული ალბომი - Pale Blue Dot, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში.

გამოგვყევი დიდ მუსიკალურ მოგზაურობაში.

გამოცდილება

შენ ხარ ის რასაც ჭამ

ახალი შთაბეჭდილებები იმ განსხვავებული არომატების გამოცდით შეგიძლიათ მიიღოთ, რომელთაც "სოციალური სივრცის" მზარეულები დიდი მონდომებით და სიყვარულით ქმნიან თქვენთვის.

ჩვენი მენიუ გამდიდრებულია ორგანული საკვებით და შთაგონებულია აზიური არომატებით, რაც თქვენს კულინარიულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

 
გამოგვყევი