სოციალური სივრცის დაარსების დღიდან, მისი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია ჩაის სმის ცერემონია. ეს ტრადიცია იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც სიახლეებს არომატების სამყაროსთან ერთად ეძებენ.
სოციალური სივრცის მეექვსე მოგზაურობაში, ჩაის სმის ცერემონიას ლაშა სუმბულაშვილი გაუძღვება.
ჩაის ცერემონია არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გაიცნოთ და კომუნიკაცია დაამყაროთ ადამინებთან. აქ დააგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ტრადიციული წესით მომზადებულ ჩინურ და ქართული ჩაის, შეიტყობთ მეტს ჩაის კულტურის შესახებ და ზაფხულის დილას ჯანსაღი გონებითა და დადებითი განწყობით დაიწყებთ.
ამ რიტუალის განსაკუთერებულობას ხაზს უსვამს იმ ერთგული მოგზაურების შეკრება, რომლებიც წლების წინ შემოგვიერთდნენ.
გამოგვყევი მოგზაურობაში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა | 09:00