THE SOCIAL SPACE


ჩვენი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ ლამაზი სივრცის შექმნა, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიაში ყოფნის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, "სოციალური სივრცის" შექმნისას გამოყენებულია ბუნებრივი, ორგანული და გადამუშავებული მასალა.

საერთო სამუშაო სივრცე

არაფორმალურ გარემოში, ბუნებასთან ახლოს მუშაობა სამუშაო პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის, აღვიძებს ფანტაზიებს და ახალი იდეებისკენ  გიხსნით გზას.

"სოციალური სივრციდან" მუშაობა, სადაც ევკალიპტების ჟანგბადს სუნთქავთ, ტყიდან კი ჩიტების ხმა ჩაგესმით, უფრო დასვენებას გავს ვიდრე სამსახურში ყოფნას.

ბიბლიოთეკა

"სოციალური სივრცის" ერთ-ერთი ნაწილია ტყის ბიბლიოთეკა. აქ ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება დროებით ითხოვოს, გაცვალოს, ან უბრალოდ სახლიდან მოიტანოს უკვე წაკითხული წიგნი და შემატოს ბიბლიოთეკას. წიგნის გაზიარებით ბევრი ხის და სხვა ღირებული ბუნებრივი რესურსის დაზოგვაა შესაძლებელი. რაც მთავარია წიგნების გაცვლით ყველას ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ იმოგზაუროს სხვადასხვა ავტორებისა და მოთხრობების გმირებთან ერთად.

კონცეპტუალური მაღაზია

"სოციალური სივრცისთვის" მნიშვნელოვანია ნულოვანი დანაკარგის პოლიტიკის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ მაღალი ხარისხის ეკო და სოციალურად სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც შეცვლის უკეთესობისკენ საზოგადოებას და ჩვენს პლანეტას. სწორედ ამიტომ სივრცეში არსებულ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ეკო და სოციალურად სასარგებლო პროდუქტებია წარმოდგენილი, რომლებიც გარემოს მინიმალური, ან ნულოვანი დაზიანებით მზადდება.

სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის

ოთხფეხა მეგობრების გარეშე სოციალური სივრცე წარმოუდგენელია, მათთან ურთიერთობა ხომ საკუთარი თავის გაცნობაში გვეხმარება.

ცუგოებთან ერთად, სივრცეში მოგზაურობა უფრო კომფორტული რომ იყოს, მათთვის მეგობრული გარემო შევქმენით. წამოიყვანეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჩვენთან და გავუზიაროთ ერთმანეთს ზრუნვის გამოცდილება.