შალვა იაშვილი / Sobertone
შალვა იაშვილი, იგივე Sobertone სოციალური სივრცის რეზიდენტი არტისტია, რომელმაც თავისი საინტერესო შემოქმედებითი მიდგომის დახმარებით სოციალური სივრცის მუსიკალური ლანდშაფტი დიდწილად განსაზღვრა.
შალვამ აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ, პროექტ Noxiron-ით დაიწყო, მოგვიანებით კი სანდრო ჭანტურიასთან ერთად შემოქმედებითი დუეტი Pleasure Hunters შექმნა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გასვლა და მუდმივად ექსპერიმენტების ჩატარება. მრავალფეროვნების ძიებაში კი მთავარია სეტის ღრმა, საინტერესო ჟღერადობით გაჯერება, რომლითაც არტისტი მსმენელების ემოციებს უკავშირდება და თვითრეფლექსიის საშუალებას აძლევს მათ.
სასცენო ფსევდონიმით Sobertone სპეციალურად სოციალური სივრცისთვის - ბუნების და მუსიკის ენის საშუალებით შექმნილი სეტები აგებულია სხვადასხვა სიუჟეტებზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტს გვახსენებს და ახალი ენერგიით გვავსებს".
სანდრო ჭანტურია / Soilance
სანდრო ჭანტურიას მსმენელი პროექტებით Bcoz და Pleasure Hunters უკვე დიდი ხანია იცნობს, თუმცა "სოციალურ სივრცეში" მისი შემოქმედებითი სამყაროს გაცნობა კიდევ უფრო ახლოდან შევძელით სპეციალურად სივრცისთვის შექმნილი სასცენო ფსევდონიმით Soilancemusic.
როგორც სანდრო აღნიშნავს, მსმენელთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათთვის მუდმივად ახალი მუსიკის შეთავაზება მისთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა სწორი განწყობის და კონცენტრაციის დახმარებით, ეს ყველაფერი მარტივად შესაძლებელი გახდა.
„მუსიკის დაკვრაში ყველაზე მეტად უსასრულო კომბინაციების და სიხშირეების ერთმანეთთან შერწყმა მომწონს. "სოციალური სივრცის" რეზიდენტად ყოფნამ გარემოს აღქმის უნარი გამიმძაფრა. ვფიქრობ არტისტმა ყველა გარემოს თავისებური მუსიკა უნდა მოარგოს და ბგერები გარემოსთან ჰარმონიაში უნდა მოიყვანოს“ - ამბობს სანდრო.
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა