ვებ გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
გთხოვთ, სანამ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. წინამდებარე „წესები და პირობები“ წარმოადგენს თქვენსა და შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის - www.thesocialspace.ge - გამოყენებას, მისი საშუალებით შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიერ „სოციალურ სივრცე“-ში ორგანიზებული ღონისძიებების ბილეთების შეძენის, მაგიდის დაჯავშნის, ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენისა და ზოგადად „სოციალურ სივრცე“-ში ქცევის წესებს.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა და მისი საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ გააგრძელებთ www.thesocialspace.ge-ს მოხმარებას, შეიძენთ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ღონისძიების ბილეთს/ნივთს, ან დაჯავშნით მაგიდას, აღნიშნული განიხილება უპირობო თანხმობად წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“.
2. ტენმინთა განმარტება
2.1. „ვებ-გვერდი“ - www.thesocialspace.ge - ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების შეკვეთას ან/და მიღებას;
2.2. „ჩვენ“, „კომპანია“ - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ (ს/კ 405158804), საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული საზოგადოება, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი);
2.3. „მომხმარებელი“, „თქვენ“ - პირი, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით ახორციელებს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების შეკვეთას ან/და მიღებას;
2.4. „ღინისძიება“ – კომპანიის მიერ „სოციალურ სივრცე“-ში ორგანიზებული მუსიკალური ან/და სხვა ტიპის ღონისძიება, რომელზე დასასაწრები ბილეთების შეძენაც შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით, ვერიფიკაციის გავლის შემდგომ;
2.5. მაგიდის დაჯავშნა - „სოციალური სივრცის“ ტერიტორიაზე განთავსებულ მაგიდებზე ჯავშნის განთავსება, რაც შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით, ვერიფიკაციის გავლის შემდგომ;
2.6. „ონლაინ მაღაზია“ – „სოციალური სივრცის“ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების ონლაინ შეძენის საშუალება, რაც შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით, რეგისტრაციის გავლის შემდგომ;
2.7. „ხელშეკრულება“ - წინამდებარე წესებისა და პირობების ერთობლიობა;
3. მომხრაბელის განცხადებები და გარანტიები
3.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ: 3.1.1. გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას, ესმის მისი შინაარსი და მასში განსაზღვრული წესები და პირობები არის მისთვის მისაღები;
3.1.2. იგი არის სრულწლოვანი და ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც სრულად აქვს გაცნობიერებული საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსი და აღნიშნული ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგები; 3.1.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადებისას მოქმდებს საკუთარი თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში და არ წარმოადგენს შეცდომაში შეყვანის, ძალადობის, მუქარის ან/და მოტყუების ობიექტს;
3.1.4. გამოიყენებს ვებ-გვერდს მხოლოდ პირადი მიზნებით მომსახურების მისაღებად, ბილეთისა და ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის შესაძენად. დაუშვებელია კომპანიის თანხმობის გარეშე ვებ-გვერდისა და მისი საშუალებით მიღებული მომსახურებისა ან/და შეძენილი პროდუქციის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება;
3.1.5. მის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის არც ერთ ეტაპზე (რეგისტრაცია, გამოყენება, კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა, ბილეთის შეძენა, მაგიდის დაჯავშნა, მიღებული/მისაღები მომსახურებისა ან/და ონლაინ მაღაზიაში შეძენილი/შესაძენი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რეგისტრაციის გაუქმება) არ არღვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს.
4. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
4.1.1. კომპანიის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, ღონისძიების ბილეთის ან/და ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის შესაძენად, მაგიდის დასაჯავშნად, მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე რისთვისაც უნდა შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია და დაეთანხმოს წინამდებარე წესებს და პირობებს;
4.1.2. რეგისტრაციისათვის აუცილებელ ინფორმაციას წარმოადგენს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტორნული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სოციალური ქსელის ბმული და თავად მომხმარებლის მიერ მითითებული დაშვების კოდი;
4.1.3. რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, ვებ გვერდით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე, პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მითითების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე;
4.1.4. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ მითითებული დაშვების კოდის კონფიდენციალურობასა და მისი საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის წვდომის კოდების გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე;
5. ავტორიზაცია
5.1. რეგისტრაციის შემდეგ კომპანიის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურების მიღების, ღონისძიების ბილეთის ან/და ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის შეძენის, მაგიდის დაჯავშნის მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
5.2. ავტორიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემებით ან სოციალური ქსელის (facebook; google) ანგარიშით;
6. ვერიფიკაცია
6.1. რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ კომპანიის მიერ განსაზღვრული ღონისძინების ბილეთის შესაძენად ან/და მაგიდის დასაჯავშნად მომხმარებელი გადის ვერიფიკაციას;
6.2. ვერიფიკაციის გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს კომპანიის მიერ განსაზღვრული ღონისძიების ბილეთის შეძენას ან/და მაგიდის დაჯავშნას ვერ-გვერდის მეშვეობით.
6.3. ვერიფიკაციის მოთხოვნის გაგზავნის საშუალება თითოეულ მომხმარებელს აქვს ერთხელ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
7. ბილეთის შეძენა ვებ-გვერდის საშუალებით
7.1. ვებ-გვერდის მეშვეობით ღონისძიების ბილეთის შეძენა შეუძლია რეგისტრაცია გავლილ, ავტორიზებულ და კომპანიის მიერ განსაზღრული ღონისძიებების შემთხვევაში, ვერიფიცირებულ მომხმარებელს;
7.2. ვებ-გვერდის საშუალებით ბილეთის შეძენისას საფასურის გადახდა შესაძლებლია Visa/MasterCard პლასტიკური ბარათებით;
7.3. ტრანზაქციის განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები;
7.4. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს მიეცემა ინფორმაცია შეძენილი ბილეთის შესახებ, რომელიც შეინახება ვებ-გვერდზე და ამავდროულად შეტყობინების სახით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
7.5. ვებ-გვერდის საშუალებით გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება;
7.6. ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის მფლობელს, ღონისძიების გაუქმების გამოცხადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნდება ბილეთის საფასურის. ბილეთების საფასურის ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბილეთის მფლობელის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა ბილეთის შეძენისას;
7.7 ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის საშუალებით.
7.8 აუცილებელია ამოდეჭდილ ბილეთზე ან მის ელექტრონულ ვერსიაზე გარკვევით ჩანდეს QR კოდი;
7.9 აკრძალულია შეძენილი ბილეთის გაყიდვა მესამე პირებზე ნებისმიერი გზით;
7.10 კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე;
7.11. მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს ბილეთი ღონისძიების დასრულებამდე.
8. მაგიდის დაჯავშნა ვებ-გვერდის მეშვეობით
8.1. ვებ-გვერდის მეშვეობით მაგიდის დაჯავშნა შეუძლია რეგისტრაცია გავლილ და ავტორიზებულ მომზმარებელს. შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნას ვერიფიკაციის გავლა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებებსა და დღეებში;
8.2. ვებ-გვერდის საშუალებით ჯავშნის საფასურის (დეპოზიტი - კომპანიის მიერ განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც მომხმარებელს ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშში) გადახდა შესაძლებლია Visa/MasterCard პლასტიკური ბარათებით;
8.3. ტრანზაქციის განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები;
8.4. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს მიეცემა ინფორმაცია ჯავშნის შესახებ, რომელიც შეინახება ვებ-გვერდზე და ამავდროულად შეტყობინების სახით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
8.5. ჯავშანი ექვემდებარე გაუქმებას, თუ მომხმარებელი 60 (სამოცი) წუთით გადააცილებს ჯავშნის დროს;
8.6. ჯავშნის საფასური უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედებს დაუძლეველი ძალა;
8.7. დაუძლებელ ძალად მიიჩნევა მომხმარებლისათვის გადაულახავი და მისი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მომხმარებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი;
8.8. დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, მომხმარებელმა, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდა ჯავშნის გამოყენება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს კომპანიას წერილობითი შეტყობინება ამგვარი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე არსებობის შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ჯავშნის საფასურის ნომინალური ღირებულება. ჯავშნის საფასურის ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბილეთის მფლობელის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა ბილეთის შეძენისას, ბილეთის საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადის გაკეთებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.9. დაჯავშნილ მაგიდაზე ადგილის დასაკავებლად აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს ამობეჭდილი ჯანშნის კოდი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის საშუალებით.
8.10. აუცილებელია ამოდეჭდილ ბილეთზე ან მის ელექტრონულ ვერსიაზე გარკვევით ჩანდეს QR კოდი;
8.11. აკრძალულია ჯავშნის გადაცემა მესამე პირებზე ანაზღაურების სანაცვლოდ;
8.12. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ჯავშნის ნამდვილობაზე;
8.13. მუსიკალური ღონისძიების დღეს მაგიდის დაჯავშნა შეუძლია მხოლოდ იმ მომხარებელს, რომელსაც შეძენილი აქვს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი. გაითვალისწინეთ, რომ დაჯავშნილ მაგიდასთან ღონისძიების დღეს დაიშვებიან მხოლოდ ღონიძიებაზე დასასწრები ბილეთისა მქონე პირები;
8.14. ვებ გვერდის მეშვეობით მაგიდის დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე თარიღისთვის;
9. ვებ გვერდზე არსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთა
9.1. ვებ-გვერდზე არსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთა შეუძლია რეგისტრირებულ და ავტორიზირებულ მომხმარებელს;
9.2. ონლაინ მაღაზიაში შეკვეთილი პროდუქციის საფასურის გადახდა შესაძლებლია Visa/MasterCard პლასტიკური ბარათებით;
9.3. ტრანზაქციის განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები;
9.4. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს მიეცემა ინფორმაცია შეკვეთილი პროდუქციის შესახებ, რომელიც შეინახება ვებ-გვერდზე და ამავდროულად შეტყობინების სახით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
9.5. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ შეკვეთა გადაეგზავნება მომწოდებელს დადასტურების მიზნით;
9.6. შეკვეთა ექვემდებარება გაუქმებას, თუ მიმწოდებელი ვერ მოახერხებს პროდუქციის მიწოდებას, ან შეკვეთილი პროდუქცია არ არის მარაგში;
9.7. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით მომხმარებლის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა შეკვეთის განთავსებისას;
9.8. შეკვეთილი ნივთის მიწოდებაზე კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.
10. სოციალურ სივრცეში ქცევის წესები
10.1. მომხმარეველი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას სოციალური სივრცის ტერიტორიაზე შესვლის წინ;
10.2. მომხმარებლის ქცევა სოციალურ სივრცეში უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ ნორმებსა და ეთიკას, უნდა იყოს კორექტული, პატივი სცეს სოციალური სივრცის გარემოს, თანამშრომლებს, მომსახურე პერსონალს, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ წესებს, სხვა მომხმარებლების პირად სივრცეს, უსაფრთხოების ნორმებსა და კომპანიის ქონებას;
10.3. სოციალური სივრცის ტერიტორიაზე აკრძალულია ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად მომხმარებლის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას;
10.4. მომხმარებელი ვალდებულია დაემორჩილოს უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნას ან/და მითითებას;
10.5. სოციალური სივრცის ტერიტორიაზე აკრძალულია საკვების და სასმლის მოხმარება, თუ ზემოაღნიშნული არ არის შეძენილი სოციალური სივრცეში განთავსებულ ბარებში;
10.6. აკრძალულია თამბაქოს მოწევა სოციალური სივრცის ტერიტორიზე, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ზონებისა;
10.7. აკრძალულია სოციალური სივრცის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების შეტანა:
10.7.1. ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია;
10.7.2. ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგნები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცივი იარაღი;
10.7.3. ფოიერვერკები და პიროტექნიკა, სასიგნალო რაკეტები, მაშხალები; ყველანაირი ასაფეთქებელი, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეიცავს მათ;
10.7.4. ადვილად აალებადი ნივთები, ცეცხლსაშიში ნივთები, სითხეები და აეროზოლები;
10.7.5. სარეკლამო ფლაერები, ბროშურები, გათამაშების ბილეთები და სხვა სარეკლამო პროდუქცია;
10.7.6. დიდი ზომის ჩანთები (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
10.7.7. ლაზერული კალმები, ლაზერული მიზან მაჩვენებლები, ან მსგავსი კონცენტრირებული დასხივების ხელსაწყოები;
10.7.8. დრონები და სხვა მართვადი მფრინავი საშუალებები;
10.7.9. პროფესიონალური ფოტო/კინო/ვიდეოკამერები შესაბამისი ნებართვის გარეშე.
10.7.10. მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები, შესაბამისი ნებართვის გარეშე;
10.7.11. ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებები;
10.7.12. ბოთლები;
10.7.13. სითხის კონტეინერები, რომლის მოცულობა აღემატება 500მლ (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
10.7.14. სოციალურ ღონისძიბებეთან დაკავშირებული ატრიბუტიკა (ტორტი, სადღესასწაულო აქსესუარებუ, ბუშტები და ა.შ.), შესაბამისი ნებართვის გარეშე;
10.7.15. ყველანაირი ნაცისტური და კანონით აკრძალული სიმბოლიკის შემცველი ნივთი, რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური კუთვნილების ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისკენ ან/და შეურაცხყოფისკენ;
10.8. წინამდებარე მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას მოსთხოვოს მომხარებელს სოციალური სივრცის ტერიტორიის დატოვება ბილეთის ღირებულების ანაზღაურების გარეშე;
11. ინტელექტუალური საკუთრება
თოთიეული გამოსახულება, გრაფიკა, აუდი და ვიდეო კლიპი, გამოსახურება, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, ისევე როგორც მათი ერთობლიობა, ასვე ვებ გვერდის დიზაინი, პროგრამული კოდი და კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და დაცულია ადგილობრივი და საერთაშორისო ინტელექტუალური კანონმდებლობით.
12. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
12.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიისათვის, რითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია;
12.2. კომპანიის მიერ დამუშავებული და დაცული ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
12.3. კომპანია აგროვებს, ამუშავებს და იცავს პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლების იდენტიფიცირების და სტატისტიკური, ასევე მომხმარებლებისათვის შეძენილი ბილეთის შესახებ ინფორმაციის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სპეციალური შეთავაზებების გაგზავნის მიზნით.
12.4. კომანია უფლებამოსილია გადასცეს მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისათვის:
12.4.1. მომსახურების გაუმჯობესება;
12.4.2. მომსახურების ანალიზი;
12.5. კომპანია ადასტურებს, რომ იყენებს ყველა საშუალებას მის მიერ მოპოვებული და დამუშავებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად და არ გამოიყენებს მას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საწინააღმდეგოდ, ხოლო მომხმარებელი ადასტურებს, რომ აცნობიერებს ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არსებულ რისკებს და იმას, რომ კომპანია ვერ იქნება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების აბსოლიტური გარანტი;
12.6. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით რეგისტრაციისას, თუ მომავალში მომხმარებელი გადაწყვეტს აღნიშნული სოციალური ქსელის გაუქმებას, ვალდებულია აღნიშნლის შესახებ წერილობითი სახით აცნობოს კომპანიას, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს მისი პერსონალური მონაცემების წაშლა ბაზიდან.
13. წესებისა და პირობების მოქმედების ვადა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შესვლის შემდეგ ძალაშია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებამდე.
14. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესი
14.1. კომპანია იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში ცალმხრივად, მომხმარებლებისათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.
14.2. ცვლილებების განხორციელების შემდეგ ვებ-გვერდით სარგებლობის გასაგრძელებლად, ავტორიზაციის გავლისას მომხმარებელი ხელმეორედ უნდა დაეთანხმოს წინამდებარე ხელშეკრულებას.
15. მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. დავების გადაწყვეტა
16.1. მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა ან/და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით;
16.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ ქართული სამართლის მიხედვით;
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა