ჩვენი ისტორია
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა „სოციალური სივრცეა“ ოდესღაც ზღვის სანაპირო იყო, სადაც ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩამოსული მოგზაურები იკრიბებოდნენ და ზღვის ტალღებში მოსმენილ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ასე გროვდებოდა ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს შორის ზიარდებოდა და თაობიდან თაობებს გადაეცემოდა.
ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად შეიქმნა „სოციალური სივრცე“, რომლის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.
ადგილმდებარეობა
ბუნებისა და ადამიანების ურთიერთკავშირით შთაგონებული „სოციალური სივრცე“ მუსიკოსთა პარკში მდებარეობს. ევკალიპტების ხეივანში სეირნობის და სხვადასხვა ხელოვანთა ძეგლების მონახულების შემდეგ სივრცის ჯადოსნურ გარემოში აღმოჩნდებით, რომელიც ადამიანების და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
„სოციალური სივრციდან“ სულ რაღაც 400 მეტრში კი შეკვეთილის სანაპიროა, რომელსაც ფიჭვნარი და მაგნიტური ქვიშა შავი ზღვისპირეთში ერთერთ ყველაზე გამორჩეულ სანაპირო ზოლად აქცევს.
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა