THE SOCIAL SPACE



მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ შექმნა სოციალურმა სივრცემ თავისი პირველი მუსიკალური კოლაბორაციული ალბომი - Pale Blue Dot, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში.

მოუსმინე



Pale Blue Dot ის საინტერესო შემთხვევაა, რომლის შექმნისას სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

შემსრულებლები - გიორგი ღამბაშიძე; გიგი გეგელაშვილი

მუსიკის ავტორი - გიორგი ღამბაშიძე

მასტერინგ ინჟინერი - მირიან ნადაშვილი