ჩვენი ისტორია

ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევით მოგზაურობაში, რომელიც თქვენს სხეულს ჟანგბადით გაამდიდრებს, სულს გამოაღვიძებს და გონებას გაათავისუფლებს...

„სოციალური სივრცის“ ეკომეგობრული გარემო შექმნილია მათთვის, ვინც მუდმივად ისწრაფვის ზრდისკენ და ახალი შთაბეჭდილებებისკენ. გახდით ჯადოსნური მოგზაურობის ნაწილი, რომელიც არასოდეს სრულდება.

 
ღონისძიებები

სეპტენერის - შვიდი პლანეტარული ენერგიის მართვა

12 აგვისტოს მსმენელები ანტიკურ მეხსიერებას დაუბრუნდებიან.

გონების მუშაობის მექანიზმი და ნეგატიური ფიქრების მართვა

1-3 აგვისტოს სოციალური სივრცე ალექსანდრე ჯორჯიკიას უმასპინძლებს.

ლეგენდარული ქართული ხმები სოციალურ სივრცეში

40 წლის ქართული ფოლკლორული ისტორია

რომა რცხილაძე და ბენდი

13 აგვისტოს, სოციალური სივრცე ქართველ პიანისტს, კომპოზიტორსა და შემსრულებელს რომა რცხილაძეს და ბენდს უმასპინძლებს.

ციგუნი და თაიჩი

5-31 აგვისტოს სოციალური სივრცე ციგუნისა და თაიჩის პრაქტიკებს უმასპინძლებს

ჩაის სმის ცერემონია

5 აგვისტოდან, სოციალური სივრცე ჩაის სმის ცერემონიას უმასპინძლებს

All Day I Dream

15 აგვისტოს, სოციალური სივრცე ტრადიციად ქცეულ მუსიკალურ მოგზაურობას - All Day I Dream, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

 

გამოგვყევი მოგზაურობაში
მუსიკა

მუსიკა უნივერსალური ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი.

"სოციალური სივრცის" მთავარი საკომუნიკაციო ენაც მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.

 

Pale Blue Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ შექმნა სოციალურმა სივრცემ თავისი პირველი მუსიკალური კოლაბორაციული ალბომი - Pale Blue Dot, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში.

გამოგვყევი დიდ მუსიკალურ მოგზაურობაში.

გამოცდილება

სეზონური აქტივობები

შენ ხარ ის რასაც ჭამ

ახალი შთაბეჭდილებები იმ განსხვავებული არომატების გამოცდით შეგიძლიათ მიიღოთ, რომელთაც "სოციალური სივრცის" მზარეულები დიდი მონდომებით და სიყვარულით ქმნიან თქვენთვის.

ჩვენი მენიუ გამდიდრებულია ორგანული საკვებით და შთაგონებულია აზიური არომატებით, რაც თქვენს კულინარიულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.