ჩვენი ისტორია

ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევით მოგზაურობაში, რომელიც თქვენს სხეულს ჟანგბადით გაამდიდრებს, სულს გამოაღვიძებს და გონებას გაათავისუფლებს...

„სოციალური სივრცის“ ეკომეგობრული გარემო შექმნილია მათთვის, ვინც მუდმივად ისწრაფვის ზრდისკენ და ახალი შთაბეჭდილებებისკენ. გახდით ჯადოსნური მოგზაურობის ნაწილი, რომელიც არასოდეს სრულდება.

 
ღონისძიებები

All Day I Dream

16 აგვისტოს, “სოციალური სივრცე” თავის ტრადიციას განაგრძობს და All Day I Dream-ის ღონისძიებას უმასპინძლებს.

Empire Of The Sun Afterparty at The Social Space

27 აგვისტოს სოციალური სივრცე Empire of The Sun-ის აფთერფართის უმასპინძლებს.

Roma Rtskhiladze and The Band at The Social Space

14 აგვისტოს სოციალური სივრცე ქართველ პიანისტს, კომპოზიტორსა და შემსრულებელს რომა რცხილაძეს უმასპინძლებს.

Qigong & Tai Chi at The Social Space

უკვე მეხუთე წელია, რაც სოციალურ სივრცეში თაიჩისა და ციგუნის პრაქტიკების აღმოჩენის შესაძლებლობა გაქვს.

Tea Ceremony with Temo Mzhavia at The Social Space

უკვე ხუთი წელია, რაც სოციალურ სივრცეში ყოველდღიური ჩაის ცერემონიები იმართება.

Hatha Yoga at The Social Space

უკვე ხუთი წელია, რაც სოციალური სივრცის ყოველდღიური იოგას პრაქტიკების აღმოჩენის შესაძლებლობა გაქვს.

 

გამოგვყევი მოგზაურობაში
მუსიკა

მუსიკა უნივერსალური ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი.

"სოციალური სივრცის" მთავარი საკომუნიკაციო ენაც მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.

 

Pale Blue Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ შექმნა სოციალურმა სივრცემ თავისი პირველი მუსიკალური კოლაბორაციული ალბომი - Pale Blue Dot, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში.

გამოგვყევი დიდ მუსიკალურ მოგზაურობაში.

გამოცდილება

სეზონური აქტივობები

შენ ხარ ის რასაც ჭამ

ახალი შთაბეჭდილებები იმ განსხვავებული არომატების გამოცდით შეგიძლიათ მიიღოთ, რომელთაც "სოციალური სივრცის" მზარეულები დიდი მონდომებით და სიყვარულით ქმნიან თქვენთვის.

ჩვენი მენიუ გამდიდრებულია ორგანული საკვებით და შთაგონებულია აზიური არომატებით, რაც თქვენს კულინარიულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.