ღრმად ჩაისუნთქე და გამოგვყევი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაში - შეკვეთილში, სოციალური სივრცის გარემოში, რომელიც ადამიანებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების შთაგონებით შეიქმნა.
სოციალური სივრცის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამისთვის კი სხვადასხვა ტიპის სივრცეებს და აქტივობებს აერთიანებს, რომელთაც ჩვენს ვებ გვერდზე გაეცნობი. თუ შენც ჩვენი ფილოსოფიის თანაზიარი ხარ, მაშინ გამოგვყევი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაში.
რეზიდენტი არტისტი
სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენა მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან. ჩვენ გვჯერა მუსიკის ძალის, რომელსაც აქვს უნარი გააერთიანოს ადამიანები და დადებითი ენერგიებით დამუხტოს ისინი.
თუ შენთვის ბუნების ხმები მუსიკის შექმნის დროს მთავარი შთაგონების წყაროა მაშინ შეავსე მონაცემები, გაგვიზიარე შენი პორტფოლიო და გახდი ჩვენი მუსიკალური მოგზაურობის ნაწილი.
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: პორტფოლიოების გადარჩევა და დავალება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 16 მაისი. ვაკანსიის ადგილმდებარეობა შეკვეთილი.
სერვისის თანამშრომელი
სოციალური სივრცის სამზარეულო გამდიდრებულია ორგანული საკვებით და შთაგონებულია აზიური არომატებით, რაც აქ მოსული მოგზაურების კულინარიულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
ჩვენს გუნდში ვეძებთ სერვისის თანამშრომლებს, რომლებიც სტუმრებს, გემოს რეცეპტორების მოგზაურობაში გაუძღვებიან. თუ გსურს გახდე ამ მოგზაურობის ნაწილი, მაშინ შეავსე მონაცემები და შემოგვიერთდი.
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: პორტფოლიოების გადარჩევა და გასაუბრება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 16 მაისი. ვაკანსიის ადგილმდებარეობა შეკვეთილი.
ბარბექი
ახალი შთაბეჭდილებების ნაწილია სოციალური სივრცის საავტორო კოქტეილებიც, რომელთა დაგემოვნებასაც მხოლოდ ჩვენს გარემოში შეძლებთ. მიქსოლოგიური ბარისთვის ვეძებთ ბარბექს, რომელიც ჩვენთან მოსულ მოგზაურებს საუცხოო არომატებში ამომოგზაურებს. თუ გსურს გახდე ამ მოგზაურობის ნაწილი, მაშინ შეავსე მონაცემები და შემოგვიერთდი.
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: პორტფოლიოების გადარჩევა და გასაუბრება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 16 მაისი. ვაკანსიის ადგილმდებარეობა შეკვეთილი.
დიასახლისი
სოციალური სივრცის სურვილია მოსულ მოგზაურებს მუდმივად ახალი გამოცდილებები შეუქმნას და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებაში შეუწყოს ხელი, რისთვისაც უნიკალური კონცეფციის სხვა და სხვა სივრცეებს აერთიანებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ დიასახლისს, რომელიც ჩვენი გარემოს შემადგენელი თითოეული სივრცის, თუ დეტალის სისუფთავეზე იზრუნებს. შეავსე მონაცემები და შემოგვიერთდი.
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: პორტფოლიოების გადარჩევა და გასაუბრება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 16 მაისი. ვაკანსიის ადგილმდებარეობა შეკვეთილი.
თხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა