THE SOCIAL SPACE

ორგანული ჟღერადობა, რომელიც სოციალური სივრცის განწყობას გამოხატავს და გარემოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ გვაკავშირებს - 6 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში Matt Caines-ს ვუმასპინძლებთ.

— მუსიკა —

მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.

— Matt Caines —

“ტულუმის ფესტივალი Art With Me მყისვე გახდა მსოფლიო დონის ღონისძიება.” 

ასე დაახასიათა Forbes-მა Matt Caines-ის თანაავტორობით შექმნილი ფესტივალი, რომელიც პიროვნული ბალანსის, სოციუმისა და შემოქმედებითი შთაგონების ღირებულებებს ეყრდნობა.

Matt Caines ნიუიორკელი არტისტი და კრეატიული პროდიუსერია, რომელიც გარემოსა და დიზაინის აურის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა - ეს ერთნაირად აისახება მის მუსიკაზე და მსოფლიოს მრავალ სივრცეში, მისი ავტორობით გამართულ ღონისძიებებსა თუ ფესტივალებზე. Matt Caines-ის ჟღერადობა ორგანული ბგერებით, ვოკალური პასაჟების მელოდიურობითა და დახვეწილი სელექციით გამოირჩევა, რაც მსმენელების ერთმანეთთან და გარემოსთან დაახლოებას უწყობს ხელს.

მოუსმინე: https://soundcloud.com/mattcaines

— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —

I კალათა - 70 ლარი

II კალათა - 90 ლარი

ასაკი: 21+

ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი

— სოციალური სივრცე —

სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.

https://linktr.ee/thesocialspaceshekvetili