THE SOCIAL SPACE

ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი პიონერი და გამორჩეული ფიგურა, ჯერონიმო 19 აგვისტოს სოციალურ სივრცეში ბენდთან ერთად წარდგება.
 
— მუსიკა —
მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.
 
— ჯერონიმო —
90-იან წლებში ჯერონიმო ქუთაისური ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, შავი პრინცის დაარსებული “ძებნილების” წევრი გახდა და ერთ-ერთ პირველ არტისტად იქცა, რომელმაც საქართველოში ჰიპ-ჰოპის წერა დაიწყო. დღეს რეპერი და პროდიუსერი უკვე სამი ალბომის ავტორი, მრავალი კოლაბორაციის მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული შემსრულებელია ჰიპ-ჰოპის ქართულ სცენაზე. ჯერონიმო აღნიშნავს, რომ მისთვის ემოციების მთავარი წყარო ცოცხალი შესრულებისას მიღებული ემოცია და აუდიტორიასთან ურთიერთობაა: “როდესაც მე და მსმენელი ერთმანეთის ვიბრაციას ვიჭერთ, საოცარი აურა იქმნება.”
ჯერონიმო სოციალურ სივრცეს 19 აგვისტოს ბენდთან ერთად ეწვევა, ეს როგორც არტისტისთვის, ისე მსმენელისთვის ახალი მუსიკალური გამოცდილება იქნება.
 
— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —
ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი
 
— სოციალური სივრცე —
სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.