THE SOCIAL SPACE

31 ივლისს, ლეგენდარული ანსამბლი “ქართული ხმები” ახალი პროექტით, სახელწოდებით - “წუთისოფელი" - წარდგება სოციალური სივრცის სცენაზე და ქართული ხალხური მუსიკის მდიდარ ტრადიციას წარუდგენს მსმენელს.
 
— მუსიკა —
მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.
 
— ქართული ხმები —
ლეგენდარული "ქართული ხმები" 1985 წელს დაარსებული ანსამბლია, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულია წარმატებულად ახერხებს ქართული ხალხური მუსიკის საზოგადოებისთვის გაცნობას და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
მათი ნამღერი ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით არის ნასაზრდოები - ქვეყნის ყველა კუთხის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ძეგლებსა და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.
31 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში “წუთისოფელი" - ლიტერატურულ-მუსიკალური პროექტი გაჟღერდება, რომელიც იმ მარადიულ კითხვებზე დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორებიცაა: ვინ ვართ?! რანი ვართ?! საიდან მოვდივართ და ვისი შთამომავლები ვართ?! საით მივდივართ?!
პროექტს საინტერესო ფორმა აქვს, სადაც სქემატურად ვეცნობით ჩვენი სამშობლოს განვლილ გზას დასაბამიდან დღემდე. მას გაუძღვება "ქართული ხმების" დამფუძნებელი წევრი, მწერალი თემურ ჭკუასელი.
 
— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი
 
— სოციალური სივრცე —
სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.

ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ ფორმა https://forms.gle/dDTWwJowNWMnZi3r5