THE SOCIAL SPACE

მრავალი თაობის საყვარელი იამაიკელ-ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, Diana King სოციალური სივრცის მსმენელის წინაშე 20 აგვისტოს წარდგება. მრავალფეროვან საღამოს, ელექტრონული მუსიკის სამყაროში არანაკლებ ცნობილი, Henry Saiz & The Band დახურავს.
 
— მუსიკა —
მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.
 
— Diana King —
Diana King-ის ხსენებაზე პირველ რიგში 90-იანი წლების ცნობილი ჰიტები Shy Guy და I Say a Little Prayer გვახსენდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი მუსიკალური დებიუტი კომპოზიციით Respect ჰიპ-ჰოპ კულტურის საკულტო ალბომში, Notorious B.I.G.-ის Ready to Die შედგა.
შთამბეჭდავი დებიუტით გამოწვეული წარმატება კიდევ უფრო მკაფიო გახადა სიმღერამ Stir It Up, რომელიც რეგის ლეგენდის, Bob Marley-ის ნამუშევრის ქავერ ვერსიას წარმოადგენს. თუმცა მისი კარიერის მთავარი ჰიტი 1995 წელს გამოცემული სიმღერა Shy Guy გახდა - 5 მილიონი გაყიდული ეგზემპლარითა და ჩარტებში მოპოვებული წარმატების დამსახურებით Shy Guy არა მხოლოდ Diana King-ის სავიზიტო ბარათად, არამედ დეკადის ერთ-ერთ უმთავრეს ჰიტად იქცა.
დღეისთვის მას 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, რომლებიც არტისტის მუსიკალურ ხედვებს იდეალურად გამოხატავს, ხოლო მისი ლაივ შესრულება კვლავინდებურად ინარჩუნებს „ძველი სკოლისთვის“ დამახასიათებელ ენერგეტიკასა და ესთეტიკას.
მოუსმინე: https://sptfy.com/KkFf
 
— Henry Saiz & The Band —
Henry Saiz ესპანელი ელექტრონული მუსიკის არტისტია, რომლის შემოქმედებაც დიდი ხანია გასცდა ტრადიციული ელექტრონული ჟღერადობის საზღვრებს. აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა მან დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა მუსიკის სცენაზე საკუთარი სახელის მონიშვნა მალევე შეძლო. მსუბუქი, მელოდიური და ჰარმონიული ნამუშევრებით გამორჩეული არტისტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსმენელთან ურთიერთობას, რისი შედეგიც არის პროექტი Henry Saiz & Band, სადაც ელექტრონული კომპოზიციების ახლებური ინტერპრეტაცია და საინტერესო არანჟირება გვხვდება. სოციალური სივრცეში ესპანელი მუსიკოსი სწორედ ამ პროექტით წარდგება.
მოუსმინე: https://sptfy.com/KkFS
 
— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —
I კალათა - 70 ლარი (SOLD OUT)
II კალათა - 90 ლარი
ასაკი: 21+
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი
 
— სოციალური სივრცე —
სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.