THE SOCIAL SPACE

10 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში ‘სოციალური სივრცის’ სცენა თანამედროვე ჰაუს და ტექჰაუს სცენის გამორჩეულ არტისტს, ლეიბლ Crosstown Rebels-ის დამფუძნებელს Damian Lazarus უმასპინძლებს.

როდესაც Damian Lazarus-ზე ვსაუბრობთ, ყველაფერი მხოლოდ მისი მრავალფეროვანი დიჯეი სეტებით და აუდიტორიასთან კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარებით არ შემოიფარგლება. ელექტრონული მუსიკის გიგანტების სახლად ქცეული ლეიბლი Crosstown Rebels, კონცეპტუალური ფესტივალი Day Zero და შთამბეჭდავი დისკოგრაფია იმ მიზეზებს შორის არის, რის გამოც ლონდონში დაბადებულ არტისტს ჯადოქრის მეტსახელით იცნობენ.

Damian Lazarus-ის მუსიკალური კარიერია 2000-იან წლებში საკულტო ლეიბლ Get Physical Music-თან თანამშრომლობით დაიწყო. სტილის შეგრძნების და განსაკუთრებული ხელწერის დამსახურებით Lazarus-მა მალევე მიიქცა საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სცენის ყურადღება, რაც მოგვიანებით მისი შთამბეჭდავი კარიერის წინაპირობა გახდა. არტისტის გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ლეიბლ Crosstown Rebels-თან ერთად, რომელიც ისეთი არტისტების წამყვან პლატფორმად იქცა, როგორებიც არიან Jamie Jones, Maceo Plex და Art Department. ქართველ მსმენელს Damian Lazarus-ის მოსმენა პირველად შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში შეეძლება. 

Damian Lazarus-თან ერთად სოციალური სივრცის სცენას რეზიდენტი არტისტები Stimmhalt და Soilance გაიზიარებენ.

Stimmhalt-მა თბილისიდან საერთაშორისო ფესტივალებამდე 16 წლიანი შემოქმედებითი გზა განვლო, რომელიც ისეთ დიდ საფესტივალო სახელებს აერთიანებს როგორებიცაა: Burning Man, Decibel Festival, Seattle Hempfest, Lost Paradise, Peace & Love, Echowaves. სასცენო წარმატების პარალელურად შთამბეჭდავია ონლაინ პლატფორმების ჩამონათვალიც, რომლებზეც არტისტის სტუდიური ჩანაწერებია განთავსებული. Crosstown Rebels, Get Physical Music x Kindisch, Akbal Music, Seven villas, L'enfant terrible Records - ის სახელებია, რომლებთანაც არტისტს არაერთხელ უმუშავია.

Soilance-ს მსმენელი პროექტებით Bcoz და Pleasure Hunters უკვე დიდი ხანია იცნობს, თუმცა "სოციალურ სივრცეში" მისი შემოქმედებითი სამყაროს გაცნობა კიდევ უფრო ახლოდან შევძელით სპეციალურად სივრცისთვის შექმნილი სასცენო ფსევდონიმით Soilancemusic.
 
Stimmhalt - 21:00-24:00
Damian Lazarus - 24:00-02:30
Soilance - 02:30-04:00

ღონისძიების დასაწყისი: 21:00

კარები გაიხსნება: 19:00

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ და All Day I Dream და Bruno Mars.