THE SOCIAL SPACE

14 აგვისტოს Allen Huley სოციალურ სივრცეში ფოლკლორული და ელექტრონული მუსიკის უნიკალურ სინთეზს წარმოგვიდგენს.


— მუსიკა —

მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.


— Allen Hulsey—

Allen Hulsey ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორია, რომელიც აკუსტიკური ინსტრუმენტებისა და საცეკვაო მუსიკის სინთეზით გვამოგზაურებს ელექტრონული მუსიკის სამყაროში. მისი შემოქმედება შთაგონებულია მსოფლიო ფოლკლორული მუსიკით, რომლის ელექტრონული დამუშავებითაც იქმნება ის ჯადოსნური ჟღერადობა, რომელსაც 14 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში მოვუსმენთ.


Allen Hulsey მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სახელოვნებო სივრცეების ხშირი სტუმარია, რომელთა შორისაა: Burning Man, Nomade Tulum, Scorpios Mykonos და მრავალი სხვა. გარდა მუსიკალური პროექტებისა, ის აქტიურად ცდილობს ეკოცნობიერი აქტივობების წახალისებას და გარემოზე ზრუნვას.


მოუსმინე: Allen Hulsey 


— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —


 

I კალათა - 70 ლარი

II კალათა - 90 ლარი

ასაკი: 21+

ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი


— სოციალური სივრცე —


სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.

https://linktr.ee/thesocialspaceshekvetili