სოციალური სივრცე შემეცნებისთვის 𖤓
საკუთარ თავში შემეცნების წყურვილის გამოსაღვიძებლად საჭიროა მუდმივად ეძებდეთ ახალ შთაბეჭდილებებს. სოციალური სივრცის შთაგონების წყაროც სწორედ ეს გახდა შემეცნებითი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვისას - გიბიძგოთ, ყოველდღიურად აღმოაჩინოთ და მიიღოთ რაღაც ახალი.
ღონისძიების შესახებ 𖤓
11 და 13 აგვისტოს, სოციალური სივრცე ტრანსფორმაციულ ტურს უმასპინძლებს, რომელსაც ასტროლოგი და ეზოთერიკოსი, “ომნიას” და “ცნობიერების ტრანსმუტაციის სკოლის დამფუძნებლი ქეთი ოდიშელი, მეტაფიზიკოსსა და ოკულტისტ მალხაზ გველუკაშვილთან ერთად გაუძღვება. ტური ერთი კვირის მანძილზე შავი ზღვის პირეთში ჩატარდება, ორი დღით კი მისი მასპინძელი სოციალური სივრცე გახდება.
ტურის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ენერგეტიკულ სავარჯიშოებს გააკეთებენ, რაც ცხოვრების გენერალურ დალაგებაში, ბედნიერების განცდისა და ეფექტურობის ზრდაში დაეხმარება მათ.
ღონისძიების დასაწყისი | 16:00
გამოგვყევი მოგზაურობაში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის 𖤓