ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევი ყველაზე ჯადოსნურ მუსიკალურ მოგზაურობაში, რომელიც სულს ყველაზე ღრმა წერტილებში მიწვდება, ფიქრებს კი ყველაზე შორს ფრენის საშუალებას მისცემს…
– Sphagnum-ის შესახებ –
Sphagnum Showcase მუსიკალური მოგზაურობაა სამყაროში, რომელიც ამაზონურ ჯუნგლებს, შამანურ ტომებს, ჰიპნოზურ უდაბნოს, აზიურ კულტურებს, თვალუწვდენელ ჰორიზონტებს, მუსიკალურ ტრადიციებს, ბუნების ხმების საველე ჩანაწერებს, House-სა და Deep House-ს შორის ვითარდება, ორგანულად ერწყმის ბიტების რიტმულ განმეორებითობას მედიტაციურ ხარისხში და იქმნება კინემატოგრაფიული ბგერითი ლანდშაფტი. Sphagnum Showcase მუსიკალური გამოცდილებაა, რომელსაც გადავყავართ ღრმა ექსპერიმენტულ მოგზაურობაში და გვეხმარება არსებობის ნათელი და ბნელი მხარეების გაცნობიერებასა და მიღებაში.
Sphagnum Community-ს მისიაა შექმნას იმ ადამიანებით დაკომპლექტებული კომუნა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია თვითგანვითარება, თვითგამოხატვა და ახალი გამოცდილებების განცდა. მუსიკის უნივერსალური ენა კი საუკეთესო საშუალებაა ამ მისიის გასავრცელებლად.
– არტისტები –
Soilance a.k.a.Bcoz Sphagnum Community-ს არტისტის, სანდრო ჭანტურიას ახალი პროექტია, რომლითაც ის მსმენელის წინაშე Organic House-ის და Deep House-ის შერწყმით წარდგება. სანდროსთვის მუსიკა უსასრულო შესაძლებლობებში აღმოჩენილი კომბინაციებისა და სიხშირეების შერწყმაა, რომელიც კონკრეტული გარემოს, სივრცის, ატმოსფეროსა და ემოციის გადმოცემის საშუალებას იძლევა.
შალვა იაშვილი, იგივე Sobertone a.k.a. Noxiron, Sphagnum Community-ს კიდევ ერთი არტისტიa. მას სოციალური სივრცის მუსიკალური იდენტობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. Sobertone-ის მუსიკალური მიზანი მრავალფეროვნების ძიება და სეტის ღრმა, საინტერესო ჟღერადობით გაჯერებაა, რომლითაც მსმენელების ემოციებს უკავშირდება და თვითრეფლექსიის საშუალებას აძლევს მათ.
Mamano არტისტია, რომელიც მსმენელებს მსოფლიოს გარშემო აუდიალურ მოგზაურობაში მიუძღვის და გამოირჩევა განსხვავებული კულტურებითა თუ ცნობიერებით შთაგონებული ორგანული და ელექტრონული ბგერების გამოყენებით. Mamano-ს ორგანული ჰაუსი უდრეკი, მისტიკური და ცოცხალია და ტოტებს შორის გამოღწეული მზის სხივების მუსიკალური ექვივალენტად გვევლინება. მისი ჟღერადობა კი ცოცხალი ლანდშაფტის გრძნობადობას და ხასიათს გამოხატავს.
– მნიშვნელოვანი ინფორმაცია --
ასაკი: 21+
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი
– სოციალური სივრცე –
სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.
https://linktr.ee/thesocialspaceshekvetili

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა