THE SOCIAL SPACE

ადამიანები დღითიდღე ვშორდებით უშფოთველობისა და სიმშვიდის მდგომარეობას, ქაოსი კი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის პოვნა, რადგან ის გვანიჭებს სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნებას, გვეხმარება უკეთ ვმართოთ საკუთარი სხეული და გონება - საკუთარი ფიქრების გაცნობიერებით კი შეგვიძლია უარყოფითი ენერგია პოზიტიური მიმართულებისკენ მივმართოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოციალური სივრცის ყოველდღიური ღონისძიებები, რომელთაც დაარსების დღიდან გთავაზობთ.

გამოგვყევი მოგზაურობაში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის 𖥸

𖥸 ჩაის ცერემონია | ყოველდღე | 09:00

Ჩაი, როგორც ცნობიერი ცხოვრების სიმბოლო გვეხმარება უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავში და საკუთარი ფიქრები შორიდან დავინახოთ, რათა ჩვენი ყოველი ქმედება უფრო გააზრებული იყოს. სოციალური სივრცე გთავაზობთ ჩაის ცერემონიებს ჩინური ტრადიციული მეთოდით, სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ჩინური თუ ქართული ჩაი და მოემზადოთ ყოველდღიური აქტივობებისთვის.

𖥸 ციგუნი | ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი | 09:30
𖥸 თაიჩი | სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი | 09:30

აღმოაჩინე თაიჩისა და ციგუნის ტრანსფორმაციული ძალა მშვიდ გარემოში.მიუხედავად იმისა, დამწყები ხარ, თუ უკვე პროფესიონალი ჩვენი ყოველდღიური ვარჯიშები უზრუნველყოფს განტვირთვას, თვითშემეცნებას საბრძოლო უნარჩვევებისა და ენერგიის განვითარებას.

𖥸 ვინიასა აშტანგა | ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა | 10:30
𖥸 კაპუერა | სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი | 11:30

ვინიასა აშტანგა ვარჯიშის პარალელურად მთავარ აქცენტს აკეთებს სუნთქვის რეგულირებაზე, რასაც თქვენს სხეულსა და ცნობიერში სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს. კაპუერა - აფრო ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც თავის გამოხატულებას ცეკვაში პოულობს. მოძრაობები კი, რომელთაც ცეკვის დროს განასახიერებთ ბუნებრივი გარემოს გამოძახილია, რომელიც კარგი საშუალებაა სხეულის დაბალანსებისთვის და გაჯანსაღებისთვის.