სოციალური სივრცე ბალანსისთვის 𖥸
უკვე მეხუთე წელია, რაც სოციალური სივრცე მზის გარშემო თავის მუდმივ მოგზაურებთან ერთად ბრუნავს. ამ მოგზაურობაში კი მათ სეზონის მანძილზე ყოველდღიური ბალანსის ღონისძიებებს სთავაზობს, რომელთა მთავარი მიზანი გონებასა და სხეულს შორის ბალანსის მოპოვებაა.
გვეამაყება, რომ ღონისძიებების ფარგლებში, სოციალური სივრცის გარშემო გავაერთიანეთ ადამიანები, რომელთაც საერთო ღირებულებები ამოძრავებთ. რადგან შფოთვებითა და ქაოსით სავსე გარემოში თანამოაზრეებთან კომუნიკაცია და მათთან აზრების გაცვლა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაში.
ღონისძიების შესახებ 𖥸
სოციალური სივრცის ერთ-ერთი მუდმივი მეგზურია ლაშა სუმბულაშვილი, რომელიც უკვე მეხუთე წელია, თაიჩისა და ციგუნის ტრანსფორმაციული ძალის გარშემო აერთიანებს ადამიანებს.
თაიჩისა და ციგუნის პრაქტიკები საბრძოლო უნარჩვევების განვითარებასთან ერთად, თქვენს განტვირთვასა და თვითშემეცნებას ემსახურება.
ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გვჯერა, რომ ბალანსის აქტვობებზე იმ მოგზაურებს ვიხილავთ, რომლებიც ამ რიტუალში წლების წინ შემოგვიერთდნენ.
შემოგვიერთდი ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს | 09:30