სოციალური სივრცე შემეცნებისთვის 𖤓
საკუთარ თავში შემეცნების წყურვილის გამოსაღვიძებლად საჭიროა მუდმივად ეძებდეთ ახალ შთაბეჭდილებებს. სოციალური სივრცის შთაგონების წყაროც სწორედ ეს გახდა შემეცნებითი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვისას - გიბიძგოთ ყოველდღიურად აღმოაჩინოთ და მიიღოთ რაღაც ახალი.
ღონისძიების შესახებ 𖤓
10 აგვისტოს, სოციალური სივრცე მეტაფიზიკოსს და ოკულტისტს მალხაზ გველუკაშვილს უმასპინძლებს სესიით “ცივილიზაციები და მათი კულტურული გავრცელების არეალი”.
Სესიის დროს სპიკერი მალხაზ გველუკაშვილი ისაუბრებს საქართველოზე, როგორც ეგვიპტური ცივილიზაციების გავრცელების არეალზე. კავკასია, მცირე აზია, შუმერები, ეგვიპტე, ეს ერთი არეალია. ჰერმესისტული და გნოსტიკური კულტურების შეკრების წერტილი კი საქართველოა: კოლხეთიც, იბერიაც და მთლიანად ქართველური ტომები.
სიმბოლურია, რომ 10 აგვისტოს უძველესი ცივილიზაციების ფილოსოფიის გამოძახილი სწორედ კოლხეთის დაბლობის მახლობლად გაშენებულ სოციალურ სივრცეში მოიყრის თავს.
ღონისძიების დასაწყისი | 13:00 საათი
გამოგვყევი მოგზაურობაში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის 𖤓