2 აგვისტოს სოციალური სივრცე ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს ჯერონიმოს ბენდთან ერთად და ქართველ მულტი-ინსტრუმენტალისტს Mush One-ს უმასპინძლებს.
Jeronimo ქართველი MC და პროდიუსერია, რომელიც სცენაზე 90-იან წლებში გამოჩნდა. ის ქუთაისური ჰიპ-ჰოპ კოლექტივის “ძებნილების” წევრი გახდა და ერთ-ერთ პირველ არტისტად იქცა, რომელმაც საქართველოში ჰიპ-ჰოპის წერა დაიწყო. გაერთიანების ფარგლებში არტისტმა ორი ალბომი გამოუშვა. დღეს ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი პიონერი უკვე სამი ალბომის ავტორი, მრავალი კოლაბორაციის მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული შემსრულებელია ჰიპ-ჰოპის ქართულ სცენაზე. მისი მუსიკა ხასიათდება Jazz-ის, Funk-ის და კლასიკური Hip-Hop-ისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით.
Mush One ქართველი Beatmaker-ი და MC-ია, რომელიც უკვე 7 წელია ქართული ჰიპ-ჰოპის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიქსტეიპები "პირველი ნაMushევარი" და "უცვლელი გეზი" Მისი დისკოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრებია. ამასგარდა ჰიპ-ჰოპ არტისტს არაერთი სინგლი აქვს გამოცემული.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
შესვლა