სოციალური სივრცე სოციუმისთვის 𖤓
ახალგაზრდა ფერმერთა წახალისებისა და ოჯახური სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების ხელშეწყობის მიზნით, “სოციალური სივრცე“ მასპინძლობს ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალგაზრდა მეწარმე თუ პროექტი აღმოვაჩინეთ.
ღონისძიების შესახებ 𖤓
4 აგვისტოს 14:00 საათზე, სოციალურ სივრცეში ფერმერების დღე გაიმართება. განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ უკვე მეოთხე წელია უცვლელად ვმასპინძლობთ ფერმერების დღეს, ამ ხნის მანძილზე კი პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება ბევრი ახალგაზრდა ფერმერი, თუ საინტერესო ადგილობრივი პროდუქცია აღმოაჩინა.
ფერმერების დღის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფერმერებს წარმოადგინონ, გაყიდონ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სოციალურ სივრცეში მოსულ მოგზაურებს. ამის პარალელურად კი სოციალური სივრცის მოგზაურებს ჩვენი მსოფლმხედველობა გავუზიაროთ და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე დავაფიქროთ. გარემოს ჯანსაღად აღქმისა და მასზე ზრუნვის განწყობა სწორედ მაშინ გაქვს, როცა ჯანსაღად იკვებები და შესაბამისად, შენი სხეული ჯანმრთელია, გონება კი - ნათელი. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარემოს გამწვანებაზე, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობის წარმოება და მასში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა!
გამოგვყევი მოგზაურობაში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის 𖤓