ღრმად ჩაისუნთქე და გამოგვყევი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაში - სოციალური სივრცის გარემოში, რომელიც ადამიანებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების შთაგონებით შეიქმნა.
სოციალური სივრცის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამისთვის კი სხვადასხვა ტიპის სივრცეებს და აქტივობებს აერთიანებს, რომელთაც ჩვენს ვებ გვერდზე გაეცნობი.
თუ შენც ჩვენი ფილოსოფიის თანაზიარი ხარ მაშინ გამოგვყევი შთაaბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაში.
"სოციალური სივრცის" მთავარი საკომუნიკაციო ენა მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან. ჩვენ გვჯერა მუსიკის ძალის, რომელსაც აქვს უნარი გააერთიანოს ადამიანები და დადებითი ენერგიებით დამუხტოს ისინი.
თუ შენთვის ბუნების ხმები მუსიკის შექმნის დროს მთავარი შთაგონების წყაროა მაშინ შეავსე მონაცემები, გაგვიზიარე შენი პორტფოლიო და გახდი ჩვენი მუსიკალური მოგზაურობის ნაწილი.
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: პორტფოლიოების გადარჩევა და დავალება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 2 მაისი.
Please Login to your account
LOGIN