THE SOCIAL SPACE
სოციალური სივრცის სიტყვის ოსტატი
2024-09-30
სოციალური სივრცის სიტყვის ოსტატი

ღრმად ჩაისუნთქე და გამოგვყევი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაში - სოციალური სივრცის გარემოში, რომელიც ადამიანებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების შთაგონებით შეიქმნა.

სოციალური სივრცის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამისთვის კი სხვადასხვა ტიპის სივრცეებს და აქტივობებს აერთიანებს, რომელთაც ჩვენს ვებ გვერდზე გაეცნობი.

თუ უკვე გახდი 18 წლის, შენც ჩვენი ფილოსოფიის თანაზიარი ხარ და მზად ხარ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანო ეს სათქმელი მაშინ გახდი ჩვენი მეგზური. 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: CV-ს გადარჩევა და წერითი დავალება. მონაცემების მიღების ბოლო ვადა 8 ნოემბერი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია" (ს/კ 405158804, რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი)), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად. 

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge 

 
შეავსეთ ფორმა