THE SOCIAL SPACE

დაინახე საკუთარი თავი შორეული პერსპექტივით და დაფიქრდი, თუ როგორია შენი როლი ამ სამყაროში - 13 აგვისტოს სოციალური სივრცის პირველი კოლაბორაციული პროექტის მოსმენას შეძლებთ.
 
— მუსიკა —
მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. ჩვენ გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს ვიწვევთ, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.
 
— Pale Blue Dot —
მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, სოციალურმა სივრცემ კოლაბორაციული პროექტი “Pale Blue Dot” შექმნა. გიორგი ღამბაშიძის, გიგი გეგელაშვილისა და შალვა იაშვილის ალბომის ცოცხალ შესრულებას სოციალურ სივრცეში, 13 აგვისტოს მოისმენ, ალბომი კი სულ მალე ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.
 
— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —
 
ასაკი: 21+
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი
 
— სოციალური სივრცე —
სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა. ჩვენი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გავაერთიანოთ, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.