ჩვენი ისტორია

ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევით მოგზაურობაში, რომელიც თქვენს სხეულს ჟანგბადით გაამდიდრებს, სულს გამოაღვიძებს და გონებას გაათავისუფლებს...

„სოციალური სივრცის“ ეკომეგობრული გარემო შექმნილია მათთვის, ვინც მუდმივად ისწრაფვის ზრდისკენ და ახალი შთაბეჭდილებებისკენ. გახდით ჯადოსნური მოგზაურობის ნაწილი, რომელიც არასოდეს სრულდება.

 
მუსიკა

მუსიკა უნივერსალური ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი.

"სოციალური სივრცის" მთავარი საკომუნიკაციო ენაც მუსიკაა, რომლის მეშვეობით ჩვენი რეზიდენტი არტისტები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.

 



მკრთალი ლურჯი წერტილი - ზუსტად ასე აღიქმება ჩვენი პლანეტა, თუკი მას შორიდან შევხედავთ, მაგრამ თუ ამ წერტილს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა უფრო სასარგებლო და სიკეთის მომტანი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ მუსიკის უნივერსალური ენა ჩვენი მისიის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ შექმნა სოციალურმა სივრცემ თავისი პირველი მუსიკალური კოლაბორაციული ალბომი - Pale Blue Dot, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში.

გამოგვყევი დიდ მუსიკალურ მოგზაურობაში.

გამოცდილება

შენ ხარ ის რასაც ჭამ

ახალი შთაბეჭდილებები იმ განსხვავებული არომატების გამოცდით შეგიძლიათ მიიღოთ, რომელთაც "სოციალური სივრცის" მზარეულები დიდი მონდომებით და სიყვარულით ქმნიან თქვენთვის.

ჩვენი მენიუ გამდიდრებულია ორგანული საკვებით და შთაგონებულია აზიური არომატებით, რაც თქვენს კულინარიულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

 
გამოგვყევი